გამოფენა “¡No vayas sola, Remedios!” (“მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!”) მხატვრის და თიხის არტისტის ლია ბაგრატიონისა და კურატორ მაგდა გურულის თანამშრომლობის შედეგად 2016 წელს განხორციელდა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გრძელვადიანი პროგრამის “არტ-ინტერვენცია მუზეუმში” ფარგლებში.
გამოფენის ექსპოზიცია მაყურებელს თიხის მეტამორფოზის ყველა ეტაპს აჩვენებდა. აღნიშნული ფოტო-რეპორტაჟი ხელოვან ლია ბაგრატიონის მუშაობის პროცესის დოკუმენტაციასა და ექსპოზიციის დეტალებს წარმოადგენს.
ავტორი: ნინო წითურიშვილი