2016 წელს აბრეშუმის მუზეუმში მიმდინარე პროექტის „არტ ინტერვენცია მუზეუმში“ სარეზიდენციო ეტაპზე ნინო ქვრივიშვილი იკვლევდა საბჭოთა პერიოდის ქსოვილს და მუზეუმის სხვენში მუშაობდა. სარეზიდენციო პერიოდში ხელოვანმა მოიძია დარჩენილი ქსოვილები, რაც საბჭოთა დროის ცნობილ ტექსტილის საწარმო „ცისარტყელაში“ იყიდებოდა. ქსოვილები და მუზეუმის ძველი, გამოუსადეგარი ნივთები მან ახალ ობიექტებად გარდაქმნა. კურატორ ირინა პოპიაშვილთან თანამშრომლობით, აღნიშნული ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ამავე პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ გამოფენაზე: „საბჭოთა ცისარტყელა – მაღაზიიდან მუზეუმამდე“.
ფოტო-რეპორტაჟი წარმოადგენს პროექტის სარეზიდენციო პერიოდში ნინო ქვრივიშვილის სამუშაო პროცესს.
ავტორი: ნინო წითურიშვილი