თბილისი აბრეშუმი
სტეისი სტირსი და ჯონ რომანო
„თბილისი აბრეშუმი“ მოკლემეტრაჟიანი ლირიკული ფილმია,, რომელიც იკვლევს თბილისს, საქართველოში აბრეშუმის წარმოების ტრადიციას, აბრეშუმის ჭიის სასიცოცხლო ციკლსა და მე-19 საუკუნით დათარიღებული აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაციის პროცესს. ამ თემების ექსპერიმენტული კვლევის საშუალებით ფილმი ს მიუთითებს მათ თანაკვეთებსა და პარალელებზე. „თბილისი აბრეშუმი“ მოიცავს საარქივო მასალებს თბილისის ეროვნული კინოფონდიდან და სურათებს აბრეშუმის მუზეუმის კოლექციაში აღმოჩენილი წიგნებიდან. აბრეშუმის ჭიის მეტამორფოზის მსგავსად, მუზეუმი კვლავ იბადება და უბრუნდება მე-19 საუკუნის მდგომარეობას.
ფილმის ავტორები გულითად მადლობას უხდიან კურატორ ლიდია მეთიუსს და აბრეშუმის მუზეუმში მომუშავე ყველა ქალს, ასევე აშშ-ის საელჩოს, ამ პროექტის მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლის რესტავრაციის პერიოდში გაწეული თავდადებისთვის. ასევე გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება ხელოვან მარიამ ნატროშვილის მიმართ, რომელმაც კეთილი ნებით შექმნა ფილმის სათაურის დიზაინი.
ხელოვანთა ბიოგრაფიები:
სტეისი სტირსი, ამერიკის კინოაკადემიის წევრი, ცნობილია თავისი პროცესზე ორიენტირებული, შრომატევადი ფილმებით, რომლებიც ათასობით ხელნაკეთი ქაღალდის ნამუშევრისგან შედგება. მისი ჯილდოს მფლობელი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნაჩვენებია არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის Sundance Film Festival, Telluride Film Festival, Locarno International Film Festival, Rotterdam International Film Festival, New Directors New Films (ნიუ იორკი), MoMA (ნიუ-იორკი), ლინკოლნის ცენტრი (ნიუ-იორკი) და ეროვნული სამხატვრო გალერეა (ვაშინგტონი). წარსულში მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო ისეთ სივრცეებში, როგორიცაა Centre de Cultura Contemporània, ბარსელონა; ჯორჯ ისტმანის მუზეუმი, როჩესტერი, ნიუ-იორკი; დენვერის სამხატვრო მუზეუმი; თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (დენვერი); BMoCA (ბოლდერი, კოლორადო) და Cinémateque québécoise, მონრეალი. იხილეთ: https://www.staceysteers.com/
ჯონ რომანო, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ლონდონში,, კარიერის დასაწყისში იყო პურისა და საკონდიტრო პროდუქტის მეწარმე, ხოლო პარალელურად სწავლობდა ექსპერიმენტულ კინოს კოლორადოს უნივერსიტეტში, ბოლდერში, სადაც პირველად შეხვდა თავის პროფესორს, სტეისი სტირსს. კოლორადოში საცხობების, რესტორნებისა და სახლების გაფორმების შემდეგ, მან 2020 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ინტერიერის დიზაინში ლონდონის სამეფო ხელოვნების კოლეჯში, სადაც მან თავისი სამი ინტერესის სფერო: კინო, კვება და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული დიზაინი გააერთიანა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ის და სტირსი აქტიურად თანამშრომლობენ ანიმაციურ ფილმებსა და ინსტალაციებზე მუშაობისას.