ტექსტები როგორც კულტურული საგანძური

ტექსტები როგორც კულტურული საგანძური

Morus alba             Mûrier

ჯი.ი. პატერსონი

(ტექნიკური თარგმანი)

ნამუშევარი არის ნამუშევარი & ხეები უფრო მეტია ვიდრე ხეები
ჩიტები მღეროდნენ, ზოგიერთი კი ფოთლებში მოძრაობდა
დიდი დრო გავიდა? ზოგისთვის ეს ასე ჩანს
ჩვენი ხელების ნამუშევარი სიმწვანეში დაიწყო

ჩიტები მღეროდნენ, ხალხი კი ფოთლებს შორის მოძრაობდა
წარსულში, როგორც ახლა, მეხსიერება ბრწყინავს
ამქვეყნიური შრომა სიმწვანეში დაიწყო
იყო ხეები მინდორში, ხეები და კვლავ ხეები

არამხოლოდ წარსულში, თუმცა ისტორია მიედინება
ჩვენი გავლით აქამდე, სადაც მთელი დრო შეიძლება შეიკრიბოს
არის ხეები მინდორში, ხეები და კვლავ ხეები
მათი ორნამენტული სიმტკიცე ისაა, რაც გამოგვიხსნის.

ჩვენთვის აქ და ახლა წარსული და მომავალი იყრის თავს
როდესაც თვალებს ვხუჭავთ, შეგვიძლია ვიოცნებოთ და დავინახოთ
მტკიცე შრომა, რომელსაც ვასრულებთ ისაა, რაც გამოგვიხსნის
ხელმა შეიძლება შექმნას ქსოვილი ამ ხალხმრავალ სამყაროში

ღია ან დახურული თვალებით ვხედავთ ოცნებებს
აბრეშუმის ნათელ კიდეზე და ჩვენ მოქსოვილ ნივთებზე
ხელით შექმნილი ქსოვილი ამ ხალხმრავალ სამყაროში
თითქოს ერთი გაურკვევლობიდან მეორეში რომ მიექანება.

იმ ნათელი კიდიდან დაე ჩვენ მიერ ნაქსოვი ნივთები
წინ გაფრინდეს — წინ, ან ასე ხომ არ ჩანს —
მოჩითული ქსოვილისა და ოსტატობის მეშვეობით სამყარო შეიძლება აფუთფუთდეს
გახსენების ძალისხმევა ხეებიდან იწყება            

ხელოვანის ბიოგრაფია:

ჯი.ი. პატერსონი არის პოეტი, კრიტიკოსი და ხელოვანი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწეობს არაერთი მიმართულებით, მათ შორისაა მუსიკა, ცეკვა და საჯარო ხელოვნებაში. ის არის პოეტი-შემსრულებელი ნიუ-იორკის Panasonic Village Jazz Fest-ზე. პატერსონის ორი პოეტური კრებულია To and From (Ahsahta Press) და Tug (Graywolf Press), რომელმაც მოიპოვა მინესოტის წიგნის ჯილდო. მას დაწერილი აქვს community of care at the George Floyd Memorial-ის შესახებ PlacesJournal.org-ზე; მისი საჯარო ხელოვნების პროექტები მოიცავს: Create: The Community Meal, the Plume Project და Dale Street Bridge Replacement. პატერსონს მიღებული აქვს სტიპენდიები Cave Canem-ისგან, Djerassi Foundation-ისგან, MacDowell Colony-ისგან და ნიუ-იორკის ფონდისგან პოეზიისთვის, სხვა ჯილდოებთან ერთად. ამჟამად ის უფროსი დირექტორია The Loft-ში მინეაპოლისში, მინესოტაში, და არის მიწვეული პროფესორი Metro State University-ში სენტ-პოლში, მინესოტაში, სადაც ცხოვრობს.