ტექსტები როგორც კულტურული საგანძური

ტექსტები როგორც კულტურული საგანძური

ტექსტები როგორც კულტურული საგანძური – ღია ბარათების სერია

ხელოვანი: ნინო ქვრივიშვილი

ასისტენტი: თამარ ნადაშვილი

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დაარსების ისტორია უკავშირდება 1887 წელს შექმნილ კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურს, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრი იყო მთელი კავკასიის მასშტაბით. მეაბრეშუმეობის სადგურის დაარსების დღიდანვე საგანამანათლებლო საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთავარ შენობაში განთავსებული მუზეუმი და ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი კოლექციებითა და წიგნადი ფონდით. ბიბლიოთეკა დღესაც მუზეუმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სადაც დაცულია 12-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე საბუნებისმეტყველო, მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები და კვლევები.

დააკლიკეთ issu.com-ს სრული ვერსიის სანახავად

ხელოვანის ბიოგრაფია:

ნინო ქვრივიშვილი – ტექსტილის მხატვარი. სახელოვნებო რეზიდენციებისა და გამოფენების მონაწილე ლიეტუვაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და გერმანიაში. ლექტორი თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 

თამარ ნადაშვილი – საბაკალავრო საფეხური დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი მიმართულებით: მოდის, მხატვრული ტექსტილისა და ფეხსაცმლის დიზაინი, როგორც ძირითადი და ანგლისტიკა, როგორც დამატებითი სპეციალობა. ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურაზე ტექსტილის დიზაინის მიმართულებით.