ტექსტები როგორც კულტურული საგანძური

ტექსტები როგორც კულტურული საგანძური

 ვნახე…

მარიამ ზალდასტანიშვილი

ტექსტები, როგორც კულტურული საგანძური არის ინიციატივა, რომლის მისიაა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის წიგნადი ფონდის, როგორც კულტურული საგანძურის პოპულარიზაცია და მასზე ხელმისაწვდომობა.

პროექტი ვნახე / I SAW IT  აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცული აბრეშუმის ამერიკული ჟურნალისა და ამავე მუზეუმის კოლექციების ირგვლივ მომზადდა.

კონცეფციას საფუძვლად დაედო ჟურნალის სარეკლამო გვერდების „ფუტერიდან“ ამოღებული სლოგანი: I saw it in The American Silk Journal / ვნახე აბრეშუმის ამერიკულ ჟურნალში. შემდეგ კი ეს სლოგანი, მის პერეფრაზირებულ ვერსიასთან ერთად – I saw it in The Georgian Silk Museum / ვნახე აბრეშუმის ქართულ მუზეუმში – ვიზუალურ კამპანიად შეიკრა.

კამპანიის ფარგლებში ჟურნალის სხვადასხვა ნომრიდან ამოკრებილ ფაქტებსა და მუზეუმის ექსპონატებს შორის ხდება თანაკვეთა. კულტურათაშორისი საერთო წერტილების ამოცნობის პროცესი აძლიერებს კამპანიის როგორც ინტერაქტიულ ასევე საგანმანათლებლო პოტენციალს. 

ბიოგრაფია:

მარიამ ზალდასტანიშვილი გრაფიკოსი და ილუსტრატორია. მუშაობს წიგნის დიზაინის, ვიზუალური იდენტობის, საგამოფენო დიზაინის მიამრთულებით. მონაწილეა 4 პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენის ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში და საქართველოში. არის არაერთი სახელოვნებო პრემიის ლაურეატი. თავისუფალი უნივერსტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლაში (VA[A]DS) ხელმძღვანელობს ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამას.