2016 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა ინტერვენციის გრძელვადიან პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია ხელოვანები უტა ბექაია და ლევან მინდიაშვილი და კურატორი ელენე აბაშიძე. ხელოვანებისთვის “ღამის ინტერვენცია” პირდაპირი გამოძახილი იყო აბრეშუმის მუზეუმის არქიტექტურაზე, მის ისტორიასა და დანიშნულებაზე.
ფოტო-რეპორტაჟი წარმოადგენს გამოფენის გახსნაზე, უტა ბექაიას პერფორმანსის ნაწილს, სადაც მოქმედებასა და სტატიკურ სკულპტურაზე არსებული ტრადიციული შეხედულებები ახლებურად არის გააზრებული.
ვიდეო დოკუმენტაცია “ღამის ინტერნვენცია” ლევან მინდიაშვილის და უტა ბექაიას გამოფენა, კურატორი ელენე აბაშიძე, 2016, ვიდეო: არტარეა
ავტორი: ნინო წითურიშვილი