ძველი იდეების ახალი ლექსიკონი

ძველი იდეების ახალი ლექსიკონი

გზები

მსუბუქი, მრავალფეროვანი, ბუნებრივი, ძვირფასი – აბრეშუმი შეიძლება ხშირად მსგავს ასოციაციებს იწვევდეს. ეს სიტყვა აბრეშუმის გზასაც შეიძლება გვახსენებდეს. სავაჭრო ქსელს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ძალაუფლების ინტერესთა შესაბამისად იცვლის გეზს, სოციო-პოლიტიკურ მიმართულებებს აყალიბებს, დაიკლაკნება დედამიწის სხვადასხვა ნაწილში, გადაკვეთილ ადგილებს შორის იცვლება და მათაც ცვლის. პიტერ ფრანკოფანის მიდგომით, აბრეშუმის გზები გვანახებს ისტორიულ კავშირებსა და მიმართულებებს, რომელთაც თან ახლავს კულტურათა შორის გაცვლაც და ძალადობაც. ამგვარი ხედვის მეტაფორული განვრცობით შეგვიძლია დავაკვირდეთ ადგილებისა და იდენტობის კომპლექსურ გზებს, მიმართებებს, ცვალებადობასა და მათზე ზემოქმედების ფაქტორებს. 

აბრეშუმის მიღებაც რთული და მრავლისმომცველი პროცესია. ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილის მიღმა არსებული და მასთან დაკავშირებული მოვლენების შესწავლით, ეს მსუბუქი, თუმცა, ძალიან მტკიცე მასალა, შეიძლება საკმაოდ მძიმედაც მოგვეჩვენოს. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის ფრაგმენტებისა და შერჩეული ექსპონატების საშუალებით, გამოფენა შეეხება ადგილების, მოგზაურობის, ძალაუფლების, ბუნების, მეცნიერების, ინდუსტრიის, ქსელებისა და კავშირების საკითხებსა და მათთან ადამიანების მიმართებას. ამ გამოფენით მუზეუმის სივრცეშივე ერთგვარი დროებითი მუზეუმი იქმნება, კუნსტკამერა, სადაც შეკრებილი ობიექტებით მოთხრობილი ამბები, კარგად ნაცნობი თუ გასაცნობი, განმარტებათა რთული ქსელის გზებს გვიჩვენებს.

აბრეშუმის მუზეუმის თანამშრომლობითი პროექტი და გამოფენა

კურატორი: დათა ჭიღოლაშვილი

ვირტუალური რეალობის ტექნიკური უზრუნველყოფა iHomePedia

This Post Has One Comment

Comments are closed.