– რა არის ჩახშობა,სულის შეხუთვის ემოციური მდგომარეობა თუ სიმულაცია?
– რას გულისხმობს ვირტუალურ აზროვნებაში „პეპლის ეფექტი“ ?
– რას წარმოადგენს ვუეარისტული ფიქციის Vice Versa?
– რა გამოწვევები ახლავს ცვლილებებს?
– და რა არის შემდეგი ნაბიჯი? – ადამიანის არჩევანი მოდელირების პროცესშია ?!

ამ კითხვების პროვოცირებით და გაანალიზებით 2017 წელს”ალგორითმი F5″-ის საინიციატივო ჯგუფმა აბრეშუმის მუზეუმის სარდაფში საგამოფენო ექსპერიმენტი და თანამშორმლობითი პროექტი – „ჩახშობა პეპლის ეფექტით“ წარმოადგინა.
მულტიმედიური გამოფენა აერთიანებდა ისეთ თემებს, როგორებიცაა აწმყოში თანამყოფობის დაკარგვა, ქრობის რეფლექსია, ალუზიური, ასოციაციური კავშირები. ექსპოზიცია აბრეშუმის მუზეუმის სარდაფის აუთვისებელ სივრცეში ფოტო-ინსტალაციების, კონცეპტუალური ნარატივის, ტექსტის, ხმის, განათებისა და სივრცითი ობიექტების მეშვეობით თანამედროვე ადამიანის დესტრუქციულ შეგრძნებებს ეხმიანებოდა.
ტექსტი: მარიამ შერგელაშვილი

პროექტის მონაწილეთა სუბიექტური თვითგამოხატვის შედეგად, საჯაროდ ქცეული უთქმელი, პერსონალური და იმპერსონალური შეგრძნებები მუზეუმის უფუნქციო, „ჩახშობილ“ სივრცეში მნახველს სპირალური მოძრაობისკენ უბიძგებდნენ.

ავტორი: მარიამ შერგელაშვილი