ფოტო-ჩანახატი

ფოტო-ჩანახატი

პროექტი „ფოტო-ჩანახატი” განხორციელდა 2013 წლის შემოდგომაზე აბრეშუმის მუზეუმის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. მუზეუმში დაცული კონსტანტინე ზანისის ფოტოარქივის მიხედვით შეიქმნა მცირე ზომის ჩანახატები.

ჩანახატები შევქმენი მესიჯით „მე ვხედავ”, რაც მოიაზრებდა შემდეგს: შეხედე ფოტოს და დაიჭირე ის, რაც პირველი შემოგანათებს. ჩემი ამოცანა იყო შთაბეჭდილების ქაღალდზე გადატანა და არა ფოტოს დეტალური კოპირება. გთავაზობთ ორიგინალ ფოტოებს ჩანახატებთან ერთად.

ავტორი: ნინო წითურიშვილი