ძველი იდეების ახალი ლექსიკონი

ძველი იდეების ახალი ლექსიკონი

ძველი იდეების ახალი ლექსიკონის“ საწყის წერტილს წარმოადგენს ცენტრალური ევროპის მრავალმხრივი შესწავლა. პროექტში იდენტობისა და აქტუალური სოციო-პოლიტიკური საკითხების სახელოვნებო კვლევა განვრცობილი იყო ესპანეთში, პოლონეთში, საქართველოსა და ჩეხეთში მოღვაწე ხელოვანთა და კურატორთა ჩართულობით. შედეგად, შეიქმნა მოძრავი ჯგუფური გამოფენა, რომელიც ცენტრალურ ევროპას განიხილავდა, როგორც კომპლექსური კავშირების მეტაფორას და ამასთანავე, ეძიებდა თუ რას შეიძლება ნიშნავდეს „ცენტრალური“, როდესაც განსაზღვრებებს განვიხილავთ როგორც დინებად მოცემულობებს. გამოფენა, რომელიც ევროპაში არსებულ რიგ პრობლემურ საკითხებს სხვადასხვა სახელოვნებო ფორმისა და მიდგომის გაერთიანებით შეეხებოდა, განხორციელდა MeetFactory-სა (პრაღა) და TRAFO-ში (შჩეცინი). 2020 წლის პანდემიის, სირთულეებისა და ცვლილებების გამო, თბილისსა და მადრიდში პროექტის აქტივობები სხვა ფორმით გაგრძელდა. 

თბილისში, აბრეშუმის მუზეუმში პროექტისა და გამოფენის გამართვის ერთერთ მნიშვნელოვან ასპექტს თანამედროვე ხელოვნებისა და მუზეუმის სპეციფიკის კავშირის ძიებაც წარმოადგენდა. „ძველი იდეების ახალი ლექსიკონის“ ფარგლებში, აბრეშუმის მუზეუმის აქტივობები (15.10.-15.11.2020):

თითოეული აქტივობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბლოგ პოსტის გვერდებზე, სადაც აღნიშნულ პერიოდში, ეტაპობრივად ემატებოდა მასალა პროექტის შესახებ.

This Post Has One Comment

Comments are closed.