2016 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა ინტერვენციის გრძელვადიან პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია ხელოვანები უტა ბექაია, ლევან მინდიაშვილი და კურატორი ელენე აბაშიძე. ხელოვანებისთვის “ღამის ინტერვენცია” პირდაპირი გამოძახილი იყო აბრეშუმის მუზეუმის არქიტექტურაზე, მის ისტორიასა და დანიშნულებაზე.
ფოტო-რეპორტაჟი წარმოადგენს ლევან მინდიაშვილის ნამუშევრების ნაწილს, რომელიც ხელოვანმა პროექტის ფარგლებში შექმნა. მინდიაშვილის ნამუშევრები აბრეშუმის მუზეუმის კოლექციებითაა შთაგონებული და ეხმიანება მუზეუმის თვითმყოფად ავთენტურობას. აღნიშნული ობიექტები დღემდე წარმოდგენილია მუზეუმის მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეში, როგორც ისტორიული და უახლესი პერიოდის მაკავშირებელი აქცენტები.
ავტორი: ნინო წითურიშვილი